ჭარნალის საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - ნევროლოგ ხათუნა ვარშანიძეს გვაცნობს
09-07-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა  წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს.

„ჩვენი სტუმარია ექიმი-ნევროლოგი ხათუნა ვარშანიძე, როგორც მოგეხსენებათ ჭარნალის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლა ამაყობს თქვენით.
ქალბატონი ხათუნა 1985 წელს ჩაირიცხა ჭარნალის საჯარო სკოლაში და დაასრულა-1997 წელს.  სკოლის დასრულების შემდეგ - 1997-2003 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო საქმის ფაკულტეტი. შემდეგ  სწავლა გააგრძელა 2004-2006 წწ ქ. მოსკოვის  დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში ნევროლოგიის კათედრა.  პარალელურად მუშაობდა ქ. მოსკოვის ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს ნევროლოგიის განყოფილებაში.  2005 წელს მუშაობდა ქ. მოსკოვის ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში.  2007 წლიდან დაბრუნდა და დაიწყო  მოღვაწეობა საქართველოში. არის ექიმი ნევროლოგი.  2019 წლიდან თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი.  
აგრეთვე არაერთი საერთაშორისო ნაშრომის ავტორი“, - ინფორმაცია მოგავწოდა სკოლამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203