„გემშვიდობები საყვარელო სკოლავ, გვიხმობს ზაფხულის ცხელი დღეები“-შუაფარცხმის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
09-07-2021
15 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „გემშვიდობები საყვარელო სკოლავ, გვიხმობს ზაფხულის ცხელი დღეები“. პროექტი განახორციელა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, თამარ კალანდაძემ.
პროექტის მიზანი იყო, სკოლისადმი ბავშვების დამოკიდებულება და ზაფხულის არდადეგების გეგმაზომიერად გამოყენება, გატარება; სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
მოსწავლეებმა ნახატები სკოლის ეზოში შეასრულეს, რითიც სკოლისა და არდადეგებისადმი მათი გულწრფელი დამოკიდებულება გამოხატეს.