გაიცანით, ოზურგეთის N4 სკოლის საამაყო მოსწავლე- გაბრიელ ბერძენიშვილი, რომელიც izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
09-07-2021

გაიცანით, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის საამაყო და მოტივაციით აღსავსე მოსწავლე- გაბრიელ ბერძენიშვილი, რომელიც izrune.ge- შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის. 

მათ შორის მოსწავლემ წარმატებით გაიარა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი - „​გაიცანი საქართველო“. 

„თავიდან მეგონა რომ ზაფხულში დავისვენებდით, მაგრამ როგორც კი კახეთზე წავიკითხეთ გაბრიელი ძალიან დაინტერესდა და მთხოვა სხვა კუთხეებზეც წამეკითხა რამე. მადლობას გიხდით, რომ გვეხმარებით ჩემი შვილის ცოდნის ამაღლებაში. მადლობა ასევე ქალბატონ ნათია ბოლქვაძეს- გაბრიელის დამრიგებელს“,- გვწერს განსაკუთრებულად მზრუნველი მშობელი და თავისი საამაყო შვილის ვიდეოს გვიგზავნის.

იხილეთ ვიდეო:

izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203