ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ქვარცხავამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
09-07-2021
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ქვარცხავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლემ ოქროს სიგელი დაიმსახურა.
სენაკის მუნციპალიტეტის მეორე ეტაპის კონკურსი დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.
ინტელექტუალურ კონკურსში სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია