მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
09-07-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მოსწავლეთა 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
მუღანლოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გული გუსეინოვა მიღწეული წარმატებისთვის სიგელებითა და წიგნებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სამუსიკო სკოლების დეპარტამენტმა დააჯილდოვა.
გული გუსეინოვას ხელმძღვანელი გახლავთ პედაგოგი, ნინო ციცვიძე.
კონფერენციაში გული გუსეინოვა მონაწილეობას იღებდა სექციაში: ეთნოგრაფია-ეთნოლოგია; ხოლო, საკონფერენცია თემას - იმერეთი წარმოადგენდა.
მუღანლოს საჯარო სკოლა გულისა და მის ხელმძღვანელს, ნინო ციცვიძეს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და მეტ წინსვლას უსურვებს.