
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის საკალათბურთო გუნდი მასშტაბურ საკალათბურთო ტურნირში - NBA Junior მონაწილეობს. საკალათბურთო გუნდს სპორტის მასწავლებელი კობა კირთაძე და მისი ასისტენტი გაგა მასხარაშვილი ხელმძღვანელობენ.
„პროგრესელებმა“ რეგიონალური შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი დედაქალაქში გაემგზავრნენ NBA Junior ფესტივალის გახსნაზე, სადაც 77 გუნდი და 1300-მდე მოსწავლე ასპარეზობდა. გახსნის შეკრება-ტურნირს ესწრებოდნენ ქართველი კალათბურთელები გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი, ვლადიმერ ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი.
ლეგენდარულმა სპორტსმენებმა პატარა კალათბურთელებს საჩუქრად NBA-ში მოასპარეზე გუნდების სახელობის მაისურები გადასცეს.
„პროგრესის“ საკალათბურთო გუნდს სპორტის მასწავლებელი კობა კირთაძე და მისი ასისტენტი გაგა მასხარაშვილი წვრთნიან“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: