
„საქართველო ჩემი სამშობლოა!“ - ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის IIბ კლასის მოსწავლეებმა მუყაოს ქაღალდებისგან საქართველოს კუთხეების დიდი ზომის ფაზლები შექმნეს.
პატარებმა გამოჭრეს ფორმები, გააფერადეს, შემდეგ მასწავლებლის, ლელა მიქელაძის დახმარებით უკანა მხრიდან მაგნიტები დაამაგრეს, ბოლოს კი ყველა კუთხე ფერებისა და ფორმების მიხედვით დაფაზე თანმიმდევრობით დაამაგრეს.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ შეისწავლონ საქართველოს კუთხეები და შეიყვარონ საკუთარი სამშობლო.
იხილეთ ფოტოები