ლესის საჯარო სკოლა მოსწავლეებს სექტემბრამდე სპორტული ღონისძიებით დაემშვიდობა
09-07-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გიორგი ლომაძის სახელობის ლესის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი სპორტული ღონისძიებით დაასრულა.
ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლების ხელმძღვანელობით მხიარული სპორტული შეჯიბრებები მოაწყეს და პატარები ერთმანეთს სხვადასხვა სახის თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
„ასე მხიარულად დაგვემშვიდობა ლესის საჯარო სკოლა სექტემბრამდე. ბედნიერი არდადეგები თქვენ, ჯანმრთელობა და უამრავი წარმატება“ - აცხადებს ლესის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია