პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
09-07-2021
გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს, თინათინ კოვზიაშვილს დაემშვიდობნენ და სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატარებმა პანდემიის პირობებში მცირე ღონისძიება სკოლის ღია ტერიტორიაზე მოაწყეს. მოსწავლეებმა დამრიგებელს ყვავილები მიართვეს და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა მათმა პირველმა დამრიგებელმა, თინათინ კოვზიაშვილმა და სკოლის სხვა პედაგოგებმა, რომლებმაც პატარებს ცხოვრების ახალ საფეხურზე წარმატებები უსურვეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია