ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილი საინტერესო სასწავლო სემინარში მონაწილეობდა
09-07-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარში მიიღო მონაწილეობა.

ბანოჯის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო კახნიაშვილი სასწავლო სემინარს დაესწრო თემაზე - „გლობალური ხედვა - მდგრადი განვითარების მიზნები სამოქალაქო განათლებაში“. აღნიშნული სემინარი ემსახურებოდა განსხვავებული პერსპექტივების გაცნობასა და მსოფლიო მოქალაქეობის მნიშვნელობის გათავისებას სასწავლო სტრატეგიებისა და საგაკვეთილო აქტივობების გაზიარების გზით. 

სემინარის ფასილიტატორი იყო საგანმანათლებლო პროგრამების მრჩეველი მარტინ თალჰამერი.

ბანოჯის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს ნინო კახნიაშვილს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203