გაიცანით, თბილისის N23 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე ნინი გველესიანი
09-07-2021
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლე ნინი გველესიანი ნოდარ ანდღულაძის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა მე-4 საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა!
ნინის წარმატებები ამით არ სრულდება, მან ასევე ახლახანს მიიღო ლაურეატის წოდება ო.თაქთაქიშვილის სახელობის მე-2 საერთაშორისო კონკურსში.
ნინი გველესიანის დამრიგებელი, თბილისის N23 საჯარო სკოლაში გახლავთ მარიამ მუმლაძე, რომელიც მოსწავლის დიდი გულშემატკივარია.
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის დირექცია ამაყობს ნინი გველესიანის წარმატებებით და სჯერათ, არაერთხელ ასახელეს მშობლიურ სკოლასა და ქვეყანას.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია