ბოსტანის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა, თამუნა სურგულაძემ ნახატების კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა
09-07-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი სასიხარულო ამბით დასრულდა, მე-9 კლასის კურსდამთავრებულმა თამუნა სურგულაძემ ნახატების კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა.

„Georgia Aqtive/აქტიური საქართველოს“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ნახატების კონკურსი  „ოლიმპიზმი საქართველოში“ (გრაფიკა, ფერწერა VII-IX კლასი) და ფერწერის დარგში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ბოსტანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის კურსდამთავრებული - თამუნა სურგულაძე.

ბოსტანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ თამუნას გამარჯვებით და შემდგომ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203