ამბროლაურის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - გვანცა გოგსაძე და გელა მესხი საგრანტო კონკურსში ათას-ათასი ლარით დაჯილდოვდნენ
09-07-2021

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა „ახალგაზრდა სოციალური მეწარმის“ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწიეს.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა: გვანცა გოგსაძემ და გელა მესხმა საინტერესო პროექტები წარადგინეს, რის გამოც ათას-ათასი ლარით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მათ მშობლებთან გაფორმდა, რის შემდეგაც დაერიცხებათ კუთვნილი თანხა და თავიანთი ბიზნეს იდეების განხორციელებას შეუდგებიან.

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ გვანცას და გელას სხვა მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითები იქნებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203