არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლე ასლან შაინიძე ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა
09-07-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლე ასლან შაინიძე საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
ღონისძიებას პოეტი, პროზაიკოსი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესწრებოდა.
ღონისძიებაზე, მე-11 კლასის მოსწავლე ასლან შაინიძე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თამარ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით წარსდგა. ასლანმა, ღირსეულად წარმოაჩინა, როგორც საკუთარი თავი და მშობლიური სკოლა, ასევე მთელი სოფელი. ღონისძიების დასრულების შემდგომ, ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კეკელიძე 6 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მერის, ჯონდო მდივნიშვილის ორგანიზებით ეწვია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს