არეშფერანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ
09-07-2021
არდადეგების მიუხედავად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლა და პედაგოგები კვლავ განაგრძობენ აქტივობებსა და ღონისძიებებს.
არეშფერანის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით სკოლის სამი ყველაზე წარჩინებული მოსწავლე საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაემგზავრნენ, სადაც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ასევე, განტვირთვისთვის ეწვივნენ კუს ტბას.
წარჩინებული მოსწავლეები ისტორიის პედაგოგსა და სკოლას მადლობას უხდიან, სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებისთვის.
არეშფერანის საჯარო სკოლა, მოსწავლეებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც კვლავ აქტიურად განაგრძობს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია