გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ვიტალი ტყეშელაშვილი კრივის ჩემპიონატის გამარჯვებულია
09-07-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექცია ნიჭიერ მოსწავლეებს შორის ვიტალი ტყეშელაშვილს გვაცნობს, რომელიც კრივის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ქალაქის პირველობა გაიმართა. კაკაურიძის სახელობის მე-18 კრივის სკოლაში  ერთმანეთს 2007-2010 წლებში დაბადებული გოგონები და ვაჟები დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონატში 35-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებზე გასულებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203