ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს - სკოლის კურსდამთავრებულთა შორის ერთი მედლის კანდიდატია
09-07-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შორის, ერთი - ყარა ყული ოღლი ვერცხლის მედლის კანდიდატია. მოსწავლე იქამდე საბაზო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეთა შორის იყო და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

სკოლის ყველა კურსდამთავრებული აბიტურიენტია. დირექცია თითოეულ მათგანს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.

„ჩემი პირველი კომპიუტერების“ კანდიდატებიდან (ნუცა ყურბან ყიზი, დიანა ჯალილოვა, ყარა ყული ოღლი)  ყარა ყული ოღლი გახდა ვერცხლის მედლის კანდიდატი. იგი, როგორც დანარჩენი შვიდი კურსდამთავრებული, აბიტურიენტია. ვუსურვებთ ყველას წარმატებებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203