თბილისის N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს - ნუგზარ არჩვაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა
09-07-2021

თბილისის N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს - ნუგზარ არჩვაძეს მასწავლებელთა პროფესული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა. დირექცია ამაყობს პედაგოგით და ულოცავს მას შრომის დაფასებას.

„დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღეა. დაფასდა უხუცესი გეორაფიის პედაგოგის, ბატონი ნუგზარ არჩვაძის ღვაწლი. მასწავლებელთა პროფესული განვითარების ცენტრის ბატონი ბერიკა შუკაკიძისაგან გადაეცა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი. ვულოცავთ ბატონ ნუგზარს და ვუსურვებთ კიდევ მრავალი თაობა აღეზარდოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203