გაიცანით, ინაშაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ძმები - დავით და ილია კანკაძეები, რომლებიც მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევიან
09-07-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, მათ შორის დირექცია რამდენიმე მოსწავლეს გვაცნობს, რომლებიც გამორჩეულები არიან როგორც ხელოვნების, ასევე სპორტული მიმართულებით. 

დავით და ილია კანკაძეები ძმები არიან, რომლებიც უკრავენ როგორც  ფორტეპიანოზე, ასევე ხალხურ საკრავებზე და მღერიან სხვადასხვა ღონისძიებებზე თავიანთ პატარა დასთან ერთად. ცეკვავენ სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში, ასევე დადიან ტანვარჯიშის სექციაზე და ბევრი ჯილდოც აქვთ მიღებული.

„ისინი თავიანთი მიღწევებით სახელს უთქვამენ როგორც სკოლას, ასევე ოჯახს!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203