ქუთაისის N15 სკოლის მოსწავლეებმა - ჯამბულ სვანიძემ, გიორგი კუხიანიძემ, ზურაბ ჩუბინიძემ და ლუკა მჟავანაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
09-07-2021
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ჯამბულ სვანიძემ, გიორგი კუხიანიძემ, ზურაბ ჩუბინიძემ და ლუკა მჟავანაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს და პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები გახდნენ.
სკოლა ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს შრომის დაფასებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს