დაბა მანგლისის N1 სკოლა ნატალი ასპანიძეს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას ულოცავს
08-07-2021

დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნატალი ასპანიძემ „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

ნატალის გამარჯვებით ამაყი და გახარებულია მთელი სკოლა.

სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური, მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას სკოლის სახელით ულოცავს და წარმატებასა და წინსვლას უსურვებს. 

„ვულოცავთ დიდი სიყვარულით“,- წერს დირექტორი სოცილურ ქსელში. 

გამარჯვებული, მანგლისის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნატალი ასპანიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელით საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203