ხონის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რუსკა ცქიფურიშვილი კულტურათაშორისი კომუნიკაციების ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას
08-07-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობისხონის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რუსკა ცქიფურიშვილი, „ევროპის ფონდის“ ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერობის ვირტუალურ კონფერენციასა და კულტურათაშორისო კომუნიკაციის ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას.
ტრენინგში მონაწილეები ერთმანეთს იდეებსა და საქმიანობას გაუზიარებენ; შეხვედრის ფარგლებში დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებს.
მშობლიური სკოლა და ხონის „ახალგაზრდული იდეა“ რუსკა ცქიფურიშვილს და ყველა სხვა მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია