მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
09-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში -  „დიდგორელი“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებსა, მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს და სკოლის დირექტორს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლევან ჟვანის მიერ ორგანიზებული პროექტის  -„დიდგორელი“ დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პროექტში ჩვენი სკოლის მე-9-მე-10 კლასის 18 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც სკოლის ისტორიის მასწავლებლები - ლამარა ბიბილური და თამარ კენკაძე ხელმძღვანელობდნენ. 18 მოსწავლიდან ფინალურ ტურში სკოლის 6 მოსწავლე გადავიდა:

  • მაგდა უსტარაშვილი - მე-10 კლასი;
  • ელენე ტაბლიაშვილი - მე-10 კლასი;
  • თენგო კანდელაკი - მე-9 კლასი;
  • დალი კეჟერაშვილი - მე- 9 კლასი;
  • ქეთი ებილაშვილი - მე-9 კლასი;
  • მარიამ ლორიაშვილი - მე -9 კლასი.

დაჯილდოების ცერემონიალზე პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და საჯარო სკოლის დირექტორებს პროექტ „დიდგორელის“ სპონსორებისგან სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სკოლა მადლობას უხდის და მომავალ წარმატებებს უსურვებს პროექტის ორგანიზატორებს, პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203