ნორიოს საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები - ნანა დელიბაშვილი და ქეთევან ბედიანაშვილი ოქროს მედლის კანდიდატები არიან
08-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა ნიჭიერმა მოსწავლეებმა დაამთავრეს. ნანა დელიბაშვილი და ქეთევან ბედიანაშვილი ნორიოს საჯარო სკოლის ოქროს მედლის კანდიდატები არიან.

პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ისინი უკვე ერთ წელზე მეტია დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.

„ნანა და ქეთი „ეტალონის“ და „კინგსის“ ოლიმპიადის მონაწილეები არიან. გოგონები ანაკლიის საზაფხულო ბანაკშიც ისვენებდნენ. მათი ჰობია წიგნების კითხვა და მონაწილეობა აქვთ მიღებული „წიგნების თაროს“ კონკურსში. უყვართ ხალხური სიმღერები, მღერიან და უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე. 

წარმატებები ვუსურვოთ ნანას და ქეთევანს ეროვნულ გამოცდებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203