
მარნეულის N7 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობდნენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნენ, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
წელს სკოლას საბაზო საფეხურის 13 კურსდამთავრებული ჰყავს. მარნეულის N7 საჯარო სკოლა საბაზაოა, შესაბამისად მეცხრეკლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლის სახელით, დირექტორი ვახიდ იბრაგიმოვი მოსწავლეებს სწავლის წარმატებით გაგრძელებასა და წისნსვლას უსურვებს.