სულდის საჯარო სკოლა წელს 5-მა მოსწავლემ დაამთავრა - დირექტორი ედიკ თოროიანი კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს
08-07-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობდნენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნენ, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.

წელს სკოლა 5-მა მოსწავლემ დაამთავრა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექტორი ედიკ თოროიან მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203