გარდაბნის N6 სკოლა წელს 8 მოსწავლემ დაამთავრა - სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებენ
08-07-2021
გარდაბნის N6 საჯარო სკოლა წელს 8 მოსწავლემ დაამთავრა. სკოლა საბაზო საფეხურისაა და შესაბამისად, მოსწავლეები მე-9 კლასის დასრულების შემდეგ პედაგოგებს გამოემშვიდობნენ.
ორმა მოსწავლემ სწავლა სხვა სკოლაში, საშუალო საფეხურზე განაგრძო, ერთი კი სწავლას რუსთავის სასწავლებელში აგრძელებს.
სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
დირექციის ინფორმაციით, სკოლაში 6 პირველკლასელი დარეგისტრირდა, რომლებსაც ასევე დიდი სიხარულით ელიან სკოლაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია