
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გაგოშიძემ გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ახალი სამყარო“ გაიმარჯვა.
მოსწავლემ ეკოლოგიური საზაფხულო ბანაკის საგზური მოიპოვა, რომელიც 4 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ტარდება. ბანაკში მონაწილეობს 35 მოსწავლე ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, კახეთიდან, ბათუმიდან, გორიდან და თბილისიდან.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: