მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლე გელა მაკარაძემ შემეცნებითი სპორტული ვიქტორინის ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
08-07-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლე გელა მაკარაძემ შემეცნებითი სპორტული ვიქტორინის - „ოლიმპიზმი სკოლებში“ ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.

საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ბაზაზე ახორციელებს სასკოლო პროექტს - „ოლიმპიზმი სკოლებში“.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია; მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობებში და სპორტში მასობრივად ჩართულობის მოტივირება და ხელშეწყობა; სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; შემეცნებითი უნარების და ცოდნის განვითარება. 

პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა შემეცნებითი სპორტული ვიქტორინა, რომელიც ეტაპების სახით ტარდება.  

თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელსაც მოცემულ კითხვებზე მეტი სწორი პასუხი ექნება გაცემული და პასუხი (მოცემულ დროში) პირველი დაფიქსირდება.

ვიქტორინის პირველი ეტაპი 20 მაისს გაიმართა. რეგიონების მიხედვით გამოვლინდა 99 მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდენენ სერტიფიკატებით.

ხოლო ფინალურ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203