საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილმა ძიუდოს ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
08-07-2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნანი კირკიტაძის სახელობის ძიუდოს ტურნირში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

მე-8 კლასის მოსწავლემ 23-26 ივნისს ხელვაჩაურში ჩატარებულ გოგონათა ძიუდოს ტურნირში, 57 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიმსახურა.

საქობოს საჯარო სკოლა და პედაგოგები, ამაყობენ საკუთარი მოსწავლის გამარჯვებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203