
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ამერიკის საელჩოს ახალგაზრდულ საგრანტო პროექტში - „თემის ელჩები“ ჩაერთვნენ და წარმატებაც მოიპოვეს.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა თემის გააქტიურება და მცირე პრობლემების გადაჭრა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს კვლევის მეთოდოლოგიის, პროექტის წერისა და მართვის ტრენინგები; სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე დაწერეს პროექტი „გზა განვითარებისაკენ“ და მიღებული დაფინანსებით სკოლა ტექნიკით აღჭურვეს.