ღების საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის თამარ სამსონაძის ხელმძღვანელობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა
ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებლის თამარ სამსონაძის ხელმძღვანელობით eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პროექტი „ტოლერანტობა“ განხორციელდა. პროექტში 24 მასწავლებელი, 84 მოსწავლე და 19 სკოლა მონაწილეობდა.პროექტში ჩართული იყო შემდეგი ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი; ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ქართველ და უცხოელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. პროექტი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხარისხის ნიშანზეა წარდგენილი.
პროექტის ძირითადი მიზნებს წარმოადგენს: მოსწავლეებში თანამშრომლობით უნარების განვითარება/გაუმჯობესება, შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წახალისება, წერის უნარის განვითარება, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება/გაუმჯობესება და მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.
პროექტის თემება:
- ტოლერანტობა;
- უთხარი არა ბულინგს;
- უთხარი არა რასიზმს;
- რელიგიური არატოლერანტობა;
- შეზღუდული შესაძლებლობები;
- გენდერული უთანასწორობა;
- პოლიტიკური დისკრიმინაცია;
- ეთნიკური დისკრიმინაცია ან ეთნიკური არათანასწორობა;
- დისკრიმინაცია განათლებაში ან განათლების უფლება;
- ეროვნებაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია;
- კრიმინალი მოტივირებული არატოლერანტობითა და დისკრიმინაციით;
- ღირებულებები;
- სილამაზე (გარეგნული ნიშნით დისკრიმინაცია);
- დისკრიმინაციის ტიპები;
- ადამიანის უფლებები.
ღების საჯარო სკოლა ამაყობს თამარ სამსონაძის წარმატებით და კიდევ მეტი ნაყოფიერი პროექტის განხორციელებას უსურვებს.