
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „ძველი დიდების ნაკვალევზე“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს „ძველი დიდების ნაკვალევზე“ ამბოლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი რამდენიმე წელია ახორციელებს (ხელმძღვანელი ფიქრია ცხვედიანი).
„ცენტრის შემეცნებითი ჯგუფის წევრებმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმოგზაურეს და ნანახი დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარმოუდგინეს.
ახალგაზრდებმა ოთხი დღის განმავლობაში მოინახულეს:
ტბები - ტაბაწყური, ხანჩალი, ბუღდაშენი, მადათაფა, საღამოს ტბა, ფარავანი. ძველი მესხური სოფლები - სარო, ხვილიშა, ხიზაბავრა, დუხაბორების სოფელი გორელოვკა. ზარზმის, საფარის და ფოკას მამათა მონასტრები. საროს, საღამოს დედათა მონასტრები, ტიმოთესუბნის ეკლესია, მწვანე მონასტერი. ციხეები: რაბათი, ხერთვისი, თმოგვი. აწყურის, ახალქალაქის და ასპინძის ციხეები, ვარძია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები