მამწვარას საჯარო სკოლის დირექტორი ვაჰრამ მანასიანი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს
08-07-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის 6 კურსდამთავრებულიდან 3 აბიტურიენტია. ორი კურსდამთავრებული სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებს, ერთი კი სწავლის გაგრძელებას სომხეთის უნივერსიტეტში გეგმავს.
სკოლის დირექტორი ვაჰრამ მანასიანი და მასწავლებლები თავიანთ აღზრდილებს წარმატებას და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას უსურვებენ და ყველა კურსდამთავრებულს სკოლის წარმატებით დამთავრებას ულოცავენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია