თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ქეთი კიკოლაშვილმა, ნოდარ იაშვილმა და გიორგი მამულაშვილმა საგანმანათლებლო პროექტში საპრიზო ადგილები დაიკავეს
08-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ქეთი კიკოლაშვილმა, ნოდარ იაშვილმა და გიორგი მამულაშვილმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“ საპრიზო ადგილები დაიკავეს. სკოლის დირექცია მოხარულია მოსწავლეთა წარმატებით.

საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 მაისს დაიწყო. პირველ (შიდასასკოლო) ტურში ჩაბმული 492 მოსწავლიდან მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა. კონკურსის მეორე ტური 9 ივნისს ერთდროულად გარდაბნის N1 და მარტყოფის N2 საჯარო სკოლებში გაიმართა.

ჟიურიმ 11 ივნისს წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობის - 10 კონკურსანტის ნაცვლად, 26 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოავლინა, რომლებსაც კონკურსისთვის წასაკითხად კვლავ გადაეცათ მოთხრობები.

30 ივნისს გაიმართა ფინალი. საგანმანათლებლო კონკურსის ფინალისტები გახდნენ:

  • I ადგილი - სოფელი თელეთი,  ქეთი კიკოლაშვილი;
  • II ადგილი - სოფელი თელეთი, ნოდარ იაშვილი;
  • III ადგილი - სოფელი თელეთი, გიორგი მამულაშვილი.

„სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა! წლის დამაგვირგვინებელ წარმატებას ვულოცავთ ჩვენს სასკოლო საზოგადოებას“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203