„წარმატებები და წინსვლა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების ყოველი ნაბიჯის თანამდევი“-ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა
08-07-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ მოკრძალებულად, დისტანციურად, რეგულაციების დაცვით აღნიშნეს. მეთორმეტეკლასელებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და პედაგოგებს გამოემშვიდობნენ.

„თითქოს ფიფქების დაბერა სიომ
თითქოს წარსულის სანთელი ჩაქრა,
ბავშვობის წლები უცნაურ რიდით,
გაუჩინარდნენ მშვენიერ ზღაპრად“.

გილოცავთ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო, წარმატებები და წინსვლა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების ყოველი ნაბიჯის თანამდევი“, - მიმართა სკოლის დირექტორმა ციალა მახარაძემ კურსდამთავრებულებს.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203