
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი სასიხარულო ამბით დამთავრდა. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ აზარიაშვილმა ასურეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს - იზოლდა გორგასლიძეს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო-სამკერდე ნიშანი და სიგელი გადასცა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა.
იზოლდა გორგასლიძის პედაგოგიური საქმიანობა 58 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს. ასურეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ ქალბატონ იზოლდას დამსახურებულ წოდებას მომავალი წარმატებების სურვილით.
იხილეთ ფოტოები: