„ოთხი ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით დარიგებებით სავსე წელი! “- ბათუმის N14 სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ
08-07-2021

ბათუმის N14 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სწავლის დასრულება აღნიშნეს და პირველ დამრიგებელს - თეონა კაკაბაძეს გამოემშვიდობნენ. 

„ოთხი წელი! 4 - ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით, სიკეთით, მეგობრობით, მხიარულებით, აღმზრდელობით, შეგონებებით, დარიგებებით სავსე წელი! წლები, როდესაც წერა, კითხვა, ანგარიში, კეთილისა და ბოროტის გარჩევა ვისწავლეთ, წლები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებთ, წლები რომლებსაც ღიმილით გავიხსენებთ, წლები როცა მე თქვენ გამზარდეთ! ეს ჩვენი კლასია!“ - აღნიშნავენ მეოთხეკლასელები და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.

ბათუმის N14 სკოლა ულოცავს პატარებს მე-4 კლასის დასრულებას და შემდგომ წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203