საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე ზანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
08-07-2021
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ხარებავა, ნინო ბოჯგუა, ანა მიქავა, ანი შამათავა, ანი შურღაია, მარიამ შურღაია და ციალა შურღაია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

სენაკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

6 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სენაკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 09 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203