ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე ძველი სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
08-07-2021
არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ქეთევან გოროზიანს, ნინო კვარაცხელიას, ვერიკო ჩილაჩავას, მონიკა ესებუას, ანი ჩაჩიბაიას, ანი კინწურაშვილს, საბა მზარელუას, მარიამ გიგიბერიას, მარიამი ბჟალავასა და თეკლე ვაჩაძეს სიგელები გადაეცათ.
06 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სენაკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 09 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია