წაღვლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ძალოსანმა ბექა კაპანაძემ თბილისის ღია პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
08-07-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლე, ძალოსანი ბექა კაპანაძე თბილისის ღია პირველობაზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

მე-10 კლასის მოსწავლემ 2-4 ივლისს გამართულ 15 წლამდე ძალოსანთა თბილისის ღია პირველობაზე, 89 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

წაღვლის საჯარო სკოლა და პედაგოგები, ამაყობენ საკუთარი მოსწავლის გამარჯვებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203