ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰიუგოს „საბრალონი“ ფრანგულ ენაზე გაიარეს
07-07-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გურამ უჯმაჯურიძის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბასილეთის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

მე-8  კლასში  ფრანგულ ენაში,  ვიქტორ ჰიუგოს  ნაწარმოების - Les miserables  შესწავლის შემდეგ  მოსწავლეებმა  დაამზადეს ფილმის აფიშა და  ნახეს ფრანგულ ენაზე ფილმი. რის შემდეგაც ისაუბრეს ფრანგულ ენაზე, განიხილეს ფილმის სიუჟეტი და მთავარი პერსონაჟები. აქტივობა ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203