თბილისის N69 სკოლის მოსწავლეებმა - ელენე ჯაფარიძემ და ანასტასია სონღულაშვილმა izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატი მოიპოვეს
07-07-2021
თბილისის N69 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ელენე ჯაფარიძემ და ანასტასია სონღულაშვილმა izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატი დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203