მე-4 კლასის მხიარული გამოსაშვები ღონისძიება ხონის N2 საჯარო სკოლაში
07-07-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა. დამრიგებელმა ქალბატონმა მარიეტა ლეთოდიანმა მხიარული აქტივობა მოაწყო, რომელიც სხვა კლასის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი.
გამოსაშვები ღონისძიება ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.
„მარიეტა მასწავლებელმა დაუვიწყარი „მხიარული სტარტებით“ გააცილა თავისი სუპერ მხიარული და სუპერ აქტიური მოსწავლეები. ეს იყო შეჯიბრი, რომელშიც არ არსებობდა დამარცხებული, სადაც გაიმარჯვა მეგობრობამ, სიყვარულმა და თანადგომამ,“ - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია