
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე წელიც წარმატებით დაასრულა.
სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებულად პირველ კლასში აღნიშნეს. დამრიგებელმა პატარები სკოლის ეზოში შეკრიბა და ფერადი დღესასწაული ღია ცის ქვეშ მოუწყო.
პირველი კლასის მოსწავლეები დაწყებითი კლასის სხვადასხვა მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს. ღონისძიება პირველკასელებისთვის სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ფერადი დღე სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: