
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს 2021 წლის კურსდამთავრებულები.
წელს სკოლას ორი აბიტურიენტი ჰყავს. საბა საკანდელიძე და მარიამ დვალიშვილი ამჟამად ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ.
სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას უსურვებს.