
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პროექტ-გამოფენა „ბავშვები ჩვენი მომავალია“ განხორციელდა.
პროექტი განახორციელა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა თამარ კალანდაძემ და ის ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა. მისი მიზანი იყო გაცნობოდნენ ბავშვები თავიანთ უფლებებს, მოვალეობებს და მორალურ-ფასეულ ღირებულებებს.
„პროექტში მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე. მათ თავიანთი ნამუშევრებში კარგად და გააზრებულად ასახეს თავისი იდეები და მეგობრებთან დამოკიდებულება. ნახატებიდან თბილად და სიხარულით იცქირებოდნენ დიდი, ყვითელი, სხივნათელი მზე და ბედნიერი მეგობრები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: