გუთურის საჯარო სკოლა მარიამ გიორგაძემ წარჩინებით დაასრულა
07-07-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა მარიამ გიორგაძემ წარჩინებით დაასრულა. მარიამს ყველა საგანში მაღალი შეფასება აქვს და შესაბამისად, ის ოქროს მედლის კანდიდატია.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მარიამს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებენ მას.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია