თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურეს
07-07-2021

თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან. 

სკოლის მოსწავლეებმა - ბარბარე საჯაიამ, გაბრიელ საჯაიამ და ლუკა როგავამ მზაობის სერტიფიკატები მოიპოვეს, ხოლო გიორგი ქუშაშვილმა მდგრადი მზაობის სერტიფიკატი დაიმსახურა.

მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლიეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203