შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
07-07-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევისა, სხვადასხვა კონკურსებში აქტიურობითაც გამოირჩევიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები - საბა ჯიბუტი,  ქეთი ჯიბუტი და ნია სიხარულიძე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

მათ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაწერეს წერილი თემაზე: „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით“. 

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველის ფოსტის“ ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203